ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის საჯარო განხილვა

საქართველო, თბილისი - 16:10 | 16.05.2016
ნანახია: 1241

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, შპს „ენერგოტრანსის“ 500 კვ ძაბვიანი ქსანი-სტეფანწმინდას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტთან დაკავშირებით, დამატებითი საჯარო განხილვა გაიმართა.   განხილვაში მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მიიღო. დაინტერესებულ მხარეებთან სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენელებმა  პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მიმდინარე წლის 19 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარმოდგენილი იქნა  შპს „ენერგოტრანსის“ 500 კვ ძაბვიანი ქსანი-სტეფანწმინდას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სანებართვო დოკუმენტაცია. ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, დაინტერესებულმა პირებმა სამინისტროს  განცხადებით მომართეს, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვისა და საჯარო განხილვის მოწყობის  თხოვნით.

პროექტის მნიშვნელობისა და დაინტერესებული საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, გარემოს დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედევლობის სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაზარდა მიმდინარე წლის 20 მაისამდე.

საჯარო განხილვას დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე