მეცნიერები: მამაკაცებმა შვილები 40 წლამდე უნდა იყოლიონ

საქართველო, თბილისი - 18:00 | 16.05.2016
ნანახია: 1551

მეცნიერების მტკიცებით, ე.წ. ბიოლოგიური საათი მხოლოდ ქალებს არ აქვთ, ის შესაძლოა ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც  დაუდგეთ.

მეცნიერები მამაკაცებს მოუწოდებენ, შვილები 40 წლამდე იყოლიონ , რის შედეგადაც შეამცირებენ თანდაყოლილი მძიმე დაავადებების რისკს - მათ შორის აუტიზმის, დაუნის სინდრომისა და სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკლვლევარებმა მეტაანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ 40 წლის მამაკაცების შვილები 6-ჯერ  მეტად ხდებიან აუტიზმის მსხვერპლი, ვიდრე 30 წლამდე მიუღწეველი მამების ბავშვები.

მეცნიერთა აზრით, რაც უფრო დიდია მამაკაცის ასაკი, მით უფრო მაღალია მისი სპერმატოზოიდების დაზიანების ალბათობა. ასევე საგანგაშოა ისიც, რომ გვიანდელი ჩასახვის შედეგები შესაძლოა შთამომავლებზეც აისახოს და სხვადასხვა დაავადებით ხანდაზმული მამაკაცების შვილების მომდევნო თაობებიც კი დაიტანჯონ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე