მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კატა მოკვდა

საქართველო, თბილისი - 14:40 | 16.05.2016
ნანახია: 1849

ტეხასის შტატში მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კატა მოკვდა. როგორც The Daily Mail-ი წერს, სიამის  კატა სახელად სკუტერი 1986 წლის 26 მარტს დაიბადა და მას შემდეგ თავის პატრონთან გეილ ფლოიდთან ერთად ცხოვრობდა. სკუტერმა 30 წელიწადს იცოცხლა.

მან  მოხსნა რეკორდი, რომელიც მანამდე ორეგონელ კატას - ველვეტს ეკუთვნოდა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში 26 წლის ასაკში შევიდა.

კატის პატრონი ამბობდა, რომ სკუტერის დღეგრძელობის მიზეზი მისი აქტიური ცხოვრება სწორი კვება იყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე