თბილისის მერიამ ევა ბარბაქაძის ოპერაციისთვის თურქეთის კლინიკაში 15 000 ლარი გადარიცხა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 16.05.2016
ნანახია: 1498

"თბილისის მერიისგან ევა ბარბაქაძის ოპერაციისთვის თურქეთის კლინიკაში გადაირიცხება 15 ათასი ლარი!", - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთვი 2"-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერი, სალომე ლილუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

„მოკლედ, უახლესი ამბავი, წუთის წინ დამირეკეს: თბილისის მერიისგან ევა ბარბაქაძის ოპერაციისთვის თურქეთის კლინიკაში გადაირიცხება 15 ათასი ლარი!
აქვე გეტყვით - მიუხედავად იმისა, რომ პირველმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ხვალ უტარდება მეორე, ასევე რთული და გადაუდებელი ოპერაცია ფეხზე. ძალიან გთხოვთ, ნუ შევწყვეტთ შეძლებისდაგვარად თანხების გადარიცხვას. ჯერ კიდევ არ შეგროვებულა საკმარისი თანხა ევას ოპერაციებისთვის. მიუხედავად ამისა, მადლობა ყოველ თქვენგანს შორენას ანგარიშზე დარიცხული ნებისმიერი ოდენობის თანხის გამო“, - წერს სალომე ლილუაშვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე