მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:10 | 16.05.2016
ნანახია: 1380

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირისწევრი ქვეყნების ელჩებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულთემატიკაზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ევროკავშირთან სავიზორეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი პროცედურების განხორცილების პროცესში წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ა.წ. 23 მაისს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალის მოსამზადებელი საკითხები.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე