კანს დაბერებისგან ჩინური “ცეცხლოვანი მასაჟი” დაიცავს

საქართველო, თბილისი - 15:14 | 15.05.2016
ნანახია: 1566

ჩინელებმა ნაოჭების მოსაშორებლად ახალი მეთოდი გამოიგონეს, სახელწოდებით _ “სახის ცეცხლოვანი მასაჟი”. პროცედურა მოიცავს შემდეგს: კოსმეტოლოგი პაციენტს სახეზე აფარებს სპირტის შემცველობის ე.წ. `სპეციალური ელექსირით~ გაჟღენთილ პირსახოცს, რომელსაც შემდეგ ცეცხლს წაუკიდებს.

ასეთი მეთოდი ხელს უშლის კანის მოდუნებას და მასზე ნაოჭის გაჩენას, ასტიმულირებს რა მას სითბოთი. გარად ამისა, ის ეფექტურად კურნავს მთელ რიგ დაავადებებს, მათ შორის გაციებას. ცეცხლოვანი მასაჟი ეხმარება სიმსუქნესთან ბრძოლას. მეთოდის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ასეთი მკურნალობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, რამდენადაც მას კარგად ნასწავლი თერაპევტი ახორციელებს, ხოლო სპეციალური ელექსირი, რომელიც კანს ათბობს, ხელს უშლის დამწვრობის წარმოქმნას. მასაჟის საოცარი მოქმედება ადრენალინის რეაქციით აიხსნება, რომელიც ძლიერი სიცხითაა გამოწვეული. ის ცვლის ორგანიზმის ქიმიურ მდგომარეობას, თავი დააღწიოს კუჭის აშლილობას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე