ხურმა აგარიდებთ ჭარბ წონას

საქართველო, თბილისი - 15:20 | 15.05.2016
ნანახია: 2934

ხურმა აძლიერებს მხედველობას და აგარიდებთ ჭარბ წონას. დიეტოლოგები გვირჩევენ, კვების რაციონში დიდი რაოდენობით შევიტანოთ ხურმა, რომელიც საკმაოდ სასარგებლოდ ითვლება. მისი ნაყოფი შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც აძლიერებს მხედველობას, ასევე, აჩერებს ორგანიზმის ნაადრევი დაბერების პროცესს.

ცნობილია, რომ ხურმის რბილობი ტკბილია. ნაყოფი ძალიან სწრაფად აკმაყოფილებს შიმშილს, ამიტომაც ჭარბი წონის ადამიანებს ურჩევენ კვების რაციონში მის შეტანას. ნაყოფი სასარგებლოა, აგრეთვე, გულისთვის, საკვებად მისი გამოყენება არეგულირებს წნევას. კანის ანთების დროს ნაყოფის რბილობს გააჩნია სამკურნალო ეფექტი.

ფერიმჭამელების დროს ასევე ურჩევენ დიდი რაოდენობით მიიღონ ნაყოფი და მისგან სახის ნიღბები დაამზადონ. ხურმის ნაყოფის მუდმივი მოხმარება ზრდის შრომისუნარიანობას, რაც დადებითად აისახება ნერვულ სისტემაზე. როგორც ცნობილია, სპეციალისტები ითვლიან ხურმის ნაყოფის დაახლოებით 100 სახეს, რომელსაც მწკლარტე გემო აქვს.

მწკლარტე გემოს გასაქრობად აუცილებელია, ხურმა გაიყინოს. ნაყოფი შეიძლება ჩავდოთ საყინულეში, რითაც იცვლება მისი გემო. ნაყოფი სასარგებლოა ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის. მათი ჭამა რეკომენდებულია დიდი რაოდენობით და თითქმის ყოველდღე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე