დაავადებები, რომლის უკანაც ბოღმა იმალება

საქართველო, თბილისი - 15:10 | 15.05.2016
ნანახია: 1759

 მეცნიერებმა აღმოაჩინეს ურთიერთკავშირი ადამიანის აგრესიასა და მის ავადმყოფობას შორის. აი, ზოგიერთი მათგანი: ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია-ჰიპერთირეოზი.

თირეოიდური ჰორმონების: თიროქსინის, ტრიიდტირონინის გაზრდილი რაოდენობა პროვოცირებს აღშფოთებას, ისტერიკას. რაც ყველაზე ხშირად ახალგაზრდა ქალებში შეინიშნება.

დათრგუნული, დეპრესიული მდგომარეობა ცხოვრებაში ერთხელ პლანეტის ნებისმიერ ადამიანს ჰქონია. ზოგჯერ დეპრესია თვეები გრძელდება, რაც უსაფუძვლო მოუსვენრობასა და გაღიზიანებას იწვევს.

გაღიზიანება, რომელსაც თან ახლავს რისხვა, დეპრესიული მდგომარეობის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომლის გაუმჯობესება შესაძლებელია როგორც სამკურნალო პრეპარატების, ასევე ფიზიკური დატვირთვის საშუალებით.

ინსულტი და მასთან დაკავშირებული ნევროლოგიური ცვლილებები, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს ემოციურ მდგომარეობაზე. ღვიძლის ჰეპატიტი და ციროზი იწვევს ღვიძლის ენცეფალოპათიას, რომელსაც ხასიათში ახალი ცვლილებები შეაქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე