ომბუდსმენი მთავრობას თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს უზრუნველსაყოფისკენ მოუწოდებს
საქართველო, თბილისი - 11:10 | 15.05.2016 ნანახია: 1385საქართველოს სახალხო დამცველი თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს უზრუნველსაყოფად ხელისუფლების ვალდებულების 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბარია საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებულ პრობლემებზე.
2006 წლის 15 მაისს საქართველოსათვის ძალაში შევიდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, რომელიც აღიარებს, რომ თამბაქოს ეპიდემია წარმოადგენს გლობალური მნიშვნელობის პრობლემას, რომელსაც სერიოზული მავნებლობა მოაქვს ჯანმრთელობისათვის და საჭიროებს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და ყველა ქვეყნის მონაწილეობას საერთაშორისო დონეზე ეფექტური და ყოვლისმომცველი რეაგირების ზომების გატარებაში. თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარების ვალდებულება აიღო. ამით ხელისუფლებამ დააფიქსირა პოზიცია, რომ თამბაქოს კონტროლი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შეიქმნა სამთავრო კომისია, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილებები, რომლითაც განისაზღვრა კონკრეტული ვალდებულებები თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაუმჯობესების და მისი ჩარჩო-კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი შესრულდა. მნიშვნელოვანია მოქმედი კანონმდებლობა დაიხვეწოს და შესაბამისობაში მოვიდეს თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობისა და პოპულარიზაციის აკრძალვის მიმართულებით აღებულ ვალდებულებებთან. საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა დახურულ ადგილასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სრულად უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოწევა, რათა მაქსმალურად იქნეს უზრუნველყოფილი თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შექმნა. თვალშისაცემია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვების ყოველდღიური უგულებელყოფის ფაქტების მიმართაც. 2015 წლის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობისთვის მიკუთვნებულ ტერიტორიაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული მხოლოდ ერთი დადგენილება, რომლითაც პირს არასრულწლოვნისთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის გამო ადმინისტრაციული სახდელი დაედო.
წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ თამბაქოს ნაწარმზე ხელმისაწვდომობის შემცირების მიზნით 2014 წლიდან 4–ჯერ მოხდა გადასახადების მატება, თუმცა ამ მიმართულებით მხოლოდ საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრა ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციით აღიარებული ვალდებულებების ეფექტურ შესრულებად.
მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გატარებისას პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა, უზრუნველყოს ყველა პირის უფლება თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ჰაერზე და პასიური წევის მავნე ეფექტებისგან დაცულობაზე, განამტკიცოს თამბაქოს მოხმარების გავრცელების ყოველწლიური შემცირების აუცილებლობა საზოგადოების ყველა სექტორში.
საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან ერთად, ეფექტურად განახორციელოს ზედამხედველობა თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული რეგულაციების შესრულებაზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა