„Welcome to Georgia" - დუბლინში საქართველოს შესახებ ფოტოგამოფენა გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 11.05.2016
ნანახია: 1365

2016 წლის 10 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინის მერიის ისტორიულ შენობაში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს შესახებ ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „Welcome to Georgia".

გამოფენის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმარწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ-მერის მოადგილემ გაი ფაგანმა. ასევე, ღონისძიებაზე ქართული ხალხურისიმღერები შეასრულა დუბლინში მოქმედმა ბავშვთა სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies".

ფოტოგამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობის, ბიზნესისა და მედიის, ასევე, ქართული დიასპორისა და დიპლომატიურიკორპუსის წარმომადგენლები.

ფოტოგამოფენა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და დუბლინის ქალაქის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მასზეწარმოდგენილია  საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებისუნიკალური კულტურის, არქიტექტურის, სხვადასხვა ქალაქებისა დაღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოსურათები. გამოფენის მთავარ მიზანს ირლანდიაში საქართველოს წარმოჩენა და ირლანდიელივიზიტორების საქართველოს ტურისტული შესაძლებლობებით დაინტერესება წარმოადგენს.

ფოტოგამოფენა მაისისა და ივნისის განმავლობაში დუბლინში მდებარე სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში გაიმართება. აღსანიშნავია, რომფოტოგამოფენაზე შესვლა თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე