„მოხუცი ქალის ვიზიტი“ - პრემიერა სარდაფში

საქართველო, თბილისი - 18:00 | 09.05.2016
ნანახია: 3013

11 და 12 მაისს „სარდაფში“ ფრიდრიხ დიურენმატის  „მოხუცი ქალის ვიზიტი“ პრემეირა გაიმართება, რომლის რეჟისორიც სანდრო ელოშვილი გახლავთ.

„მოხუცი ქალის ვიზიტი“  უცნაური პიესაა, ის ერთდროულად ყველაფერზეა, სიყვარულზე, ღირსებაზე, ჰუმანიზმზე, კაცთმოყვარეობაზე, ოღონდ თითქოს ნეგატივში დანახული, აი ისე, როგორც ფოტო ფირზე სჩანს, სადაც თეთრია, შავად ვხედავთ, სადაც შავია  თეთრად და მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება „გამჟღავნების“ შემდეგ.

„შვეიცარიაში, ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 32,571 დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიოში მეექვსე მაჩვენებელია, საქართველო ამ მხრივ 120 ადგილს იკავებს 179 ქვეყნიდან. ფრიდრიხ დიურენმატი შვეიცარიელია, ჩვენ კი ვცდილობთ მისი პიესა „მოხუცი ქალის ვიზიტი“ ქართულ რეალობას მოვარგოთ. ეს არც ისე რთული აღმოჩნდა და არც განსაკუთრებული ცვლილებები მოითხოვა ნაწარმოებმა, რადგან როგორც ჩანს ყველაფრის მიუხედავად ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ერთნაირად განიცდიან, ერთნაირად სტკივათ და ერთნაირად უჭირთ ცდუნებების წინაშე გამკლავება“, - განაცხადა რეჟისორმა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ქეთევან ცხაკაია - კლარა ცახანასიანი, გია როინიშვილი - ალფრედ ილი, ვალერი კორშია - ბობი , ადვოკატი გურამ ჯაში -  მღვდელი, ნინო დუმბაძე - მატილდა (ილის ცოლი), ზაზა გოგუაძე - ბურგომისტრი, ზაზა სალია -  მასწავლებელი, ანა სანაია - მხატვარი, ბექა გოდერძიშვილი - ექიმი, ირაკლი ჩხიკვაძე - პოლიციელი, თენგიზ პაპიძე - დირიჟორი ორკესტრის, გვანცა კორშია -  ჟურნალისტი
გიორგი კიკნაძე -  ჟურნალისტი, ნოდარ დოღონაძე -  ჟურნალისტი.

მხატვარი - ირაკლი ავალიანი, კომპოზიტორი - მიხეილ მდინარაძე, ქორეოგრაფი - გია მარღანია, მუსიკალური  გაფორმება - ზურაბ გაგლოშვილის, რეჟისორის ასისტენტი - თამარ ფრუიძე.

 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე