11 მაისს თბილისში გაიხსნება მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში"

საქართველო, თბილისი - 17:30 | 09.05.2016
ნანახია: 1332

11 მაისს, 11:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა„ ოფიციალურად გაიხსნება მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში", რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.

სიმპოზიუმის მიზანია ქართველი და უცხოელი ხელოვანებისა და მოქანდაკეების ერთ სივრცეში ინტეგრირება, თანამედროვე ქანდაკების აქტუალური საკითხებისა და ტენდენციების განხილვა, ახალი ტექნოლოგიებისა და მიმართულებების დანერგვა. სიმპოზიუმი ჩატარდება საერთაშაორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით. გაიმართება „ვორქშოპები" და პრეზენტაციების წარდგენა. მასში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები სხვადასახვა ქვეყნიდან: იტალია, ფინეთი, საფრანგეთი,  ინგლისი, ირლანდია,  საბერძნეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი.. 

სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ მომზადდება ხელოვნების საერთაშორისო არტ კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ღონისძიების მიმდინარეობა, ვიზუალური მასალა, სტატიები, პრეზენტაციების რეზიუმე, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება ხელოვნების  სფეროში მოღვაწეთათვის.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე