მსოფლიოს ყავის დეფიციტი ემუქრება

საქართველო, თბილისი - 18:32 | 07.10.2015
ნანახია: 2072

 

„ყავაზე მოთხოვნის ზრდა, განსაკუთრებით ახალ ბაზრებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ შემდეგ დეკადაში ყავის გლობალური წარმოება 40-დან 50 მლნ ტომარამდე უნდა გაიზარდოს“, აცხადებს Illycafe-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ანდრეა ილლი. ილლი დასძენს, რომ „ეს უფრო მეტია ვიდრე ბრაზილიის მოსავალი“.

როგორც ცნობილია, მოსალოდნელი კლიმატური პირობები, ყავის მოსავლის შემცირების წინაპირობას უკვე იძლევა.

ამ და სხვა პრობლემებზე, ყავის მწარმოებლებმა და ყავის ბიზნესში ჩართული კომპანიის წარმომადგენლებმა, მილანში გამართულ გლობალურ ფორუმზე იმსჯელეს.

„ადრე თუ გვიან, ერთი თვის თუ ერთი წლის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ თამამი გადაწყვეტილებები, თუ რა გავაკეთოთ სამომავლოდ. ჩვენ უკვე არ ვიცით საიდან წამოვიღოთ ყავა“- აღნიშნა ილლიმ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„2015-2016 წლის სეზონზე მსოფლიო 3,5 მლნ ტომარა ყავის დეფიციტს გადააწყდება“-, აღნიშნა შვეიცარიული სავაჭრო კომპანია Volcafe-ის წარმომადგენელმა. კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს ყავის დეფიციტი უკვე 6,4 მლნ ტომარას შეადგენდა.

2014 წელს ბრაზილიაში ყავის მოასავალი, გვალვის გამო ძალიან დაზიანდა, რამაც ნიუ-იორკის ბირჟაზე ყავა არაბიკას ფუჩერსების 50 %-იანი გაძვირება განაპირობა.

მიმდინარე წლის დასაწყიდიდან ყავის ფასი 27 %-ით შემცირდა, რაც ბრაზილიური ეროვნული ვალუუტის აშშ დოლართან მიმართებაში დევალვაციის ფონზე მოხდა.

Neumann Kaffee Gruppe-ში ფიქრობენ, რომ 2030 წლამდე ყავის გლობალური მოხმარება 3-ჯერ, 200 მლნ ტომარამდე გაიზრდება. კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ყავის წარმოება 144 მლნ ტომარას შეადგენს, თუმცა დეფიციტის აღმოსაფხვრელად წარმოების ზრდა აუცილებელია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე