დავით ბერძენიშვილი: მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტია "ქართული ოცნებიდან"

საქართველო, თბილისი - 16:18 | 09.05.2016
ნანახია: 1721

დაპირისპირება გრძელდება "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლკელებს" შორის. ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრის კომენტარს პაატა ზაქარეიშვილთან დაკავშირებით გამოეხმაურა. 

„საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დუმს რამდენიმე დღეა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულია, რა შეტევა მიმდინარეობს საქართველოს საგარეო კურსზე. როდესაც რამდენიმე დღის დუმილის შემდეგ რესპუბლიკელმა მინისტრმა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ მას მეჭიაურის განცხადება კი არ აკვირვებს, მას პარტია "ქართული ოცნების" დუმილი აკვირვებს, დღეს გამოეხმაურა ამ თემას პრემიერი კვირიკაშვილი და თქვა, რომ მეჭიაურის ხაზი კი არ არის "ქართული ოცნების" ხაზი, ეს გასაგებია, მაგრამ ნუ მას ძალიან აკვირვებს და არ მოსწონს მისი "რესპუბლიკელი" მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადება. კვირიკაშვილს თუ იმისი სურვილი აქვს, რომ განაახლოს "ქართული ოცნება". ვფიქრობ შესაძლებლობა ამისი, როგორც ჩანს არ აქვს. ის კი არ უნდა ფეარებოდეს, ან ფორმალურად ემიჯნებოდეს მეჭიაურს, მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტია ქართული ოცნებიდან“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე