ედი მერფის მეცხრე შვილი შეეძინა

საქართველო, თბილისი - 17:23 | 06.05.2016
ნანახია: 1632

ამერიკელი მსახიობის ედი მერფის მეცხრე შვილის დაბადების შესახებ გამოცემა People-ს მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აცნობა. მერფის ქალიშვილი ლოს-ანჯელესში დაიბადა. გოგონას იზი უნა მერფი დაარქვეს. ახალშობილის წონა 3,6 კილოგრამს, სიგრძე კი 49,5 სმ-ს შეადგენდა.

იზი - მერფისა და მისი დიდი ხნის  მეგობარი ქალის პეიჯ ბუტჩერის პირველი საერთო შვილია. მსახიობის წარმომადგენლის თქმით, დედაც და შვილიც თავს შესანიშნავად გრძნობენ.

ამერიკელი მსახიობი 55 წლისაა. მას კიდევ  ხუთი შვილი ყოფილი ცოლისგან -ნიკოლ მიტჩელისგან ჰყავს. მეგობარ ქალთან პოლეტ მაკნილისთან მერფის ვაჟი შეეძინა, მოგვიანებით მას ასევე ვაჟი გაუჩინა მეგობარმა ქალმა თამარა გუდმაც. მომღერალმა მელანი ბრაუნმა კი მას მომდევნო ქალიშვილი აჩუქა. მერფის უფროსი შვილი ახლა 26 წლისაა, იზის დაბადებამდე კი ყველაზე პატარა ცხრა წლის იყო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე