ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართება
საქართველო, თბილისი - 17:49 | 03.05.2016 ნანახია: 15476 მაისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის (1712-2015 წწ.) მეორე შევსებული და შესწორებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემა „სეზანის“ საგამომცემლო ჯგუფის მიერ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა.
პირველი გამოცემა ამავე საგამომცემლო ჯგუფის მიერ 2009 წელს დაიბეჭდა.
პროექტის იდეის ავტორია მანანა კარტოზია, ხელმძღვანელი - ლევან თაქთაქიშვილი, მთავარი რედაქტორი - ელზა ნაბახტეველი. შეადგინეს მამუკა ჩხეიძემ და ლევან თაქთაქიშვილმა. დიზაინერ-დამკაბადონებელი - მაკა ცომაია.
გამომცემლები ”ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის მნიშვნელობას ასე აფასებენ: ”რუსთაველის საიუბილეო წელს ახალი კატალოგის გამოცემა ლოგიკური და მისასალმებელი მოვლენაა. როგორც აღმოჩნდა, 2009 წლამდე ჩვენთვის ცნობილ 383 სხვადასხვა გამოცემას მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში 120 ახალი გამოცემა დაემატა, მათ შორის 50 ქართულ ენაზე. ბიბლიოგრაფიული გამოცემები ხელს უწყობს მკვლევრებს მათთვის სასურველი გამოცემების მოძიებაში. ეს ბიბლიოგრაფია კი რუსთველოლოგიური პრობლემატიკის აქტუალიზებასაც ემსახურება. საძიებელი-კატალოგი არაერთ საგულისხმო მონაცემს უყრის თავს და განსჯასა და შეფასებას მოითხოვს. რუსთველოლოგებსა და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევათ, ამ გამოცემით მოიძიონ და ერთმანეთს შეადარონ „ვეფხისტყაოსნის“ როგორც სამამულო, ისე უცხოური გამოცემები, გაარკვიონ, თუ რამდენად ხარისხიანია თარგმანები და ვინ არიან ამა თუ იმ ენაზე პოემის ხელმეორედ ამმეტყველებელნი, მოძებნონ ილუსტრაციები. დროა, ვიზრუნოთ იმ ჩავარდნებზეც, რაც „ვეფხისტყაოსნის“ უცხოურ ენებზე თარგმნის მხრივ შეინიშნება; მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი“ არ თარგმნილა ბერძნულ, ინდურ, შვედურ, პორტუგალიურ, ვიეტნამურ, ინგუშურ ენებზე. „ვეფხისტყაოსნის“ ბიბლიოგრაფიის ბეჭდვის პროცესს დაემთხვა სასიხარულო ცნობა: სამხრეთ კორეაში, სეულში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ პირველი კორეული თარგმანი, ანუ ეს საძიებელიც უკვე აღარ არის სრულყოფილი. ამდენად, რუსთაველის უკვდავი ქმნილების სიცოცხლე გრძელდება და პოემის გავრცელების არეალი იზრდება, ამიტომ მომავალში „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ბიბლიოგრაფიის შევსება და ხელახლა დასტამბვა აუცილებელი გახდება. რუსთაველი ხომ საუკუნეზე მეტია, რაც ქართული პოლიგრაფიის ორბიტიდან გავიდა და ათასობით ცალი იბეჭდება მსოფლიო სასტამბო ხელოვნების ნიმუშად.”
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა