ევროკავშირმა შესაძლოა თურქეთთან უვიზო მიმოსვლას უახლოეს დღეებში მხარი დაუჭიროს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 03.05.2016
ნანახია: 1506

ევროკავშირმა შესაძლოა თურქეთთან უვიზო მიმოსვლას უახლოეს დღეებში მხარი დაუჭიროს. ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია BBC, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უვიზო მიმოსვლა ოფიციალურ ანკარასა და ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, თურქეთი საბერძნეთის ტერიტორიაზე გადასულ მიგრანტებს თურქეთში დააბრუნებს და სპეციალურ ბანაკებში მათ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

შეთანხმების მიუხედავად, შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლის უფლების მისაღებად თურქეთი კვლავ ვალდებულია ევროკავშირის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე