30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 23:55 | 29.04.2016
ნანახია: 1690

ვერძი:
არ იკამათოთ დღეს, რადგან კამათით ვერაფერს მიაღწევთ და ნერვები მოგეშლებათ როგორც თქვენ ასევე თქვენ გარშემომყოფებს.


კურო:
დღეს ცხოვრება გარკვეულ სიტუაციაში მოგახვედრებთ, რომელიც წარმატებებს გპირდებათ, მაგრამ თავბრუ არ დაგეხვეთ მიყევით დინჯათ და დაფიქრებით.


ტყუპები:
დღევანდელი დღე გაატარეთ მეგობრებთან ერთად. შეამოწმეთ იმ პრეპარატების გამოშვების თარიღი, რომელსაც იღებთ. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. საღამოს ეცადეთ განმარტოვდეთ საკუთარ თავთან.

კირჩხიბი:
შესანიშნავი დღეა საქმიანი შეხვედრებისათვის. შესაძლებელია დღეს ისეთი რამ მოხდეს რისი გადაწყვეტაც მხოლო თქვენს საქმიან პარტნიორს შეეძლება, ამიტომ როდესაც რამეს დაგეგმავთ, გაითვალისწინეთ ის ადამიანი , ვინც მხარში გიდგათ. მოერიდეთ მწარე და მარილიან საჭმელებს.


ლომი:
ეცადეთ, გარშემო რაიმე შეცვალოთ. კარგი იქნება, თუ ორგანიზმის გაჯანსაღებაზე იზრუნებთ. დღევანდელ დღეს წონის დაკლებას ადვილად მოახერხებთ. გაუფრთხილდით ნერვებს.

ქალწული:
თქვენ გეჩვენებათ, რომ გარემოებათა საბედისწერო დამთხვევის წყალობით სრულიად დაკარგეთ წონასწორობა და ორიენტაცია. მიჰყვებით დინებას და ამის გამო მეტისმეტად ნერვიულობთ, მაგრამ თქვენი გართულებანი არც ისე ღრმაა, როგორც ერთი შეხედვით გეჩვენებათ.

სასწორი:
დღეს მოსალოდნელია გაორებულ სიტუაციაში ჩავარდეთ. ეცადეთ ემოციებს არ აჰყვეთ და ყველანაირი პრობლემა ცივი გონებით გადაჭრათ. არ მოაკლოთ ყურადრება ოჯახის წევრებს, მათ ეს ნამდვილად სჭირდებათ.

მორიელი:
წარმატება გელით ყველგან და ყველაფერში. პოზიციებს მნიშვნელოვნად გაიმყარებთ. პირად ცხოვრებაში რადიკალურ ნაბიჯებს ერიდეთ. საყვარელ ადამიანს ეჭვიანობის საბაბი არ მისცეთ, შეიძლება ეს ძვირად დაგიჯდეთ.

მშვილდოსანი:
ეს დღე ფინანსური ოპერაციებისთვის არახელსაყრელია. საქმიან მოლაპარაკებებზე კომპრომისზე მოგიწევთ წასვლა. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. ეცადეთ, მისი სურვილები შეასრულოთ. ეს თქვენთვის მომგებიანი იქნება. დღეს საყიდლებზე ნუ წახვალთ.

თხის რქა:
დღეს თქვენი ამბიციურობა მშვიდად ჯდომის საშუალებას არ მოქცემთ. თქვენ დიდი ხმაურით წახვალთ წინ და ვერავითარი წინაღობა თქვენ ხელს ვერ შეგიშლით. სხვებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ მოგილოცონ და შემდგომი წარმატებები გისურვონ.

მერწყული:
დღეს თქვენ საინტერესო დღე გელით, საქმეებს ადვილად მოაგვარებთ. პირადი ცხოვრება ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.

თევზები:
თავისთავად ყველა ექსპერიმენტი რისკს შეიცავს, მაგრამ თუ არ გამოცდი, ვერ გაიგებ. შეეცადეთ ისეთი არაფერი მოიმოქმედოთ, რომ ვინმე დაზარალდეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე