სტიქია ყვარელში

საქართველო, თბილისი - 15:04 | 29.04.2016
ნანახია: 1503

ყვარლის რაიონში, სოფელ გავაზში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე ფატმასურის ადიდება გამოიწვია. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.

სოფლის ერთ ნაწილში კი სახანძრო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. სამუშაოებში ჩართულია მოსახლეობაც. ისინი მიიჩნევენ, რომ სტიქიის მიზეზი გაუწმენდავი სანიაღვრე არხები გახდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი განცხადებით, მოხდება ზარალის შესწავლა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე