ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი VOLCAN კონცერტს გამართავს
საქართველო, თბილისი - 13:22 | 29.04.2016 ნანახია: 166430 აპრილს, 20:00 საათზე, ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი VOLCAN კონცერტს გამართავს.
ღონისძიება საქართველოში აშშ-ს საელჩოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ტარდება.
მსოფლიო ცნობილი ჯგუფი VOLCÁN ცნობილ მუსიკოსებს - Jose Armando Gola, Horacio “El Negro” Hernandez and Gonzalo Rubalcaba აერთიანებს და 5 წელია მრავალფეროვან და მდიდარ მუსიკალურ მემკვიდრეობას ქმნის, რომელიც ჯგუფის 150-მდე ალბომშია შესული. VOLCAN - ბუნების ოთხ ელემენტს - დედამიწას, ჰაერს, ქარს და ცეცხლს აერთიანებს.
კონცერტში ჯგუფ VOLCAN-თან ერთად, მონაწილეობას მიიღებს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი. ქართველი სამხედროები, შეასრულებენ ისეთ პოპულარულ ჯაზ ჰიტებს როგორიცაა : IN THE MOOD (JOE GARLAND); BLUE RONDO A LA TURKE (DAVE BRUBECK), CANTALOUPE ISLAND (HERBIE HANCOCK).
ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც.
ჯაზის საერთაშორისო დღის 5 წლისთავი წელს განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნება ამერიკაში. 29 აპრილს, პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა თეთრ სახლში, მსოფლიო დონის მუსიკოსებს - ჰერბი ჰენკოკს, სტინგს, არეტა ფრანკლინს, დაიანა კროლს, ელ ჯეროს, ჰიუ მასაკლეას, ჩიკ კორეას და სხვა შემსრულებლებს უმასპინძლებენ.
პირველად ჯაზის საერთაშორისო დღე 2012 წლის 30 აპრილს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მღერიან მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე. გასულ წელს ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებას იაპონიის ქალაქმა ოსაკამ უმასპინძლა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა