შალვა რამიშვილი „იმედზე“ პოლიტიკურ თოქ-შოუს იწყებს

საქართველო, თბილისი - 14:34 | 06.10.2015
ნანახია: 3226

„იმედის კვირის“ და ინგა გრიგოლიას „რეაქციის“ დახურვის შემდეგ, შალვა რამიშვილი ტელეკომპანია ”იმედზე” მალე ახალ პოლიტიკურ თოქშოუს დაიწყებს. ამის შესახებ რადიო ”ფორტუნა” იტყობინება.

 რადიოს ინფორმაციით, გადაცემა ოქტომბრის ბოლოს გავა ეთერში. „შალვა რამიშვილის შოუს“, მსახიობი ილო ბეროშვილი გაუძღვება.

 შალვა რამიშვილი ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს - ”ჯერჯერობით ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, - ამბობს რამიშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე