IRI - გამოკითხულთა 70 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

საქართველო, თბილისი - 13:05 | 29.04.2016
ნანახია: 1273

IRI კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 70 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
IRI-ის კვლევების თანახმად, რუსეთთან არსებული სიტუაციის გარდა, უმუშევრობის მაღალი დონე, გაუმართავი ინსფრასტრუქტურა და მზარდი კრიმინალი - ეს ის პრობლემატური საკითხებია, რომლებიც ქართველებში ზრდის პესიმისტურ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ.
”გამოკითხულთა 70 %-ის თანახმად, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც არის 15 %-იანი გაუარესება გასულ წელთან შედარებით. ამასთან, 65% აცხადებს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა. ლარის გაუფასურება, საყოფაცხოვრებო ხარჯების ზრდა და მაღალი გადასახადები დასახელდა თითოეული ოჯახის მთავარ პრობლემად”, - ნათქვამია კვლევაში. 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე