გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით
საქართველო, თბილისი - 16:33 | 28.04.2016 ნანახია: 1344ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკიის შეერთებულ შტატებში, ილინოისის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლილსას განახცადა.
"მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ დაინტერესდით საქართველოთი. გამოვთქვამ იმედს, რომ ამ ღონისძიებიდან წასულები სხვა თვალით შეხედავთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს რეგიონსა და მთელს მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მამოძრავებელ ძალას. ასევე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოში ჩამოხვალთ. ცხადია, ამ საკითხში მიკერძოებული ვარ, მაგრამ საქართველო მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ჩვენს პატარა ტერიტორიაზე თქვენ გელოდებათ საუცხოო პლაჟები, თვალწარმტაცი მთები და უნიკალური ისტორიული ძეგლები. ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით. ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძნა, სხვათ შორის, საქართველო არის მსოფლიო მეღვინეობის აკვანი.
"ჩემი ვიზიტი ხანმოკლეა, მაგრამ ჩემს გეგმებში შედის ადმინისტრაციასთან ერთი საკითხის განხილვა: როგორ ჩამოვიყვანოთ საქართველოში მეტი სტუდენტი ილინოისის უნივერსიტეტიდან და როგორ მოვიძიოთ თანამშრომლობის გზები. აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს კი მოვუწოდებ, მაქსიმალურად გამოიყენეთ აქ გატარებული დრო, შეისისხლხორცეთ ცოდნა და ნუ მიიღებთ აქ მიღებულ გამოცდილებას, როგორც თავისთავად არსებულ მოცემულობას. ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა გაიფართოოთ ჰორიზონტი, გაეცნოთ თქვენი მსოფლმხედველობისგან განსხვავებულ იდეებს და თქვენგან განსახვავებულ ადამიანებს. მივმართავ ამ ოთახში მყოფ მომავალ ბიზნესმენებს: საქართველოში ჩამოსულებს ჩვენ გაშლილი ხელით მიგიღებთ და გაგაცნობთ ბიზნესისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ გარემოს. მადლობას მოვახსენებ უნივერსიტეტის ლექტორებსა და ადმინისტრაციას იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ემსახურება ხვალინდელი დღის ლიდერების ჩამოყალიბებას. ამ უნივერსიტეტში ჩემი სტუდენტობის პერიოდმა მართლაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე დიდად ვაფასებ ჩემს კავშირს ამ შესანიშნავ ინსტიტუტთან",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილინოისის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც 18 წლის წინ ფინანსების სფეროში მაგისტრის ხარისხი მიიღო.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა