თამარ ამაშუკელი: ივანიშვილი მოქმედებს "აქანე დავდგამ სტენკას" პრინციპით

საქართველო, თბილისი - 10:25 | 27.04.2016
ნანახია: 1502

თავისუფალი დემოკრატების წევრი, თამარ ამაშუკელი, ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

მისი თქმით, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ქალაქის განაშენიანება არ ხდებოდეს ერთი კონკრეტული ადამიანის ახირების შესაბამისად.

“ბოტანიკურის გარშემო მიმდინარე მოვლენები არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითი, ასეთი უამრავი გვაქვს თბილისში. ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ქალაქის განაშენიანება არ ხდებოდეს ერთი კონკრეტული ადამიანის ახირების შესაბამისად. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად სჯერა, რომ საქართველო, თბილისი და განსაკუთრებით სოლოლაკის ტერიტორია არის მისი და „აქანა დავდგამ სტენკას“ მიდგომით ჯერ იყო და მთა მოანგრია, შემდეგ ციხისძირში ნახა ხე, რომელიც წამოიღო და ახლა მიადგა ბოტანიკურ ბაღს,“ - განაცხადა თამარ ამაშუკელმა.

მისივე თქმით, "ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი და კულტურული ობიექტის საზღვრის ცვლილება არ არის მხოლოდ ირაკლი ლექვინაძის გადასაწყვეტი". ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება კანონდარღვევით იყოს მიღებული.     




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე