დავით უსუფაშვილი: ჩვენი გზავნილი აფხაზ და ოს მოქალაქეებთან არის - “ერთად ევროპაში”
საქართველო, თბილისი - 10:03 | 27.04.2016 ნანახია: 1332საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ცვლილებები ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით მას შემდეგ განხორციელდება, რაც ისინი დაინახავენ, რომ ევროპული საქართველო მათთვის უსაფრთხო, წარმატების მიღწევისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნების გარემოა.
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში ამ მიმართულებით, ამ ტერიტორიების და მისი მოსახლეების ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ცვლილებები იქნება მას შემდეგ და მაშინ, როდესაც აფხაზი და ოსი ჩვენი თანამოქალაქეები დაინახავენ რომ მათთვის უკეთესია ერთიან საქართველოსთან ერთად ევროპაში ინტეგრირება და არა იმ პროექტში მონაწილეობა, რომელიც მათ გაცილებით უარეს პრობლემებს უქმნის, ვიდრე მათ წარმოედგინათ ოდესმე საქართველოში მათი ყოფნისას. ასე რომ, ჩვენი გზავნილი აფხაზ და ოს მოქალაქეებთან არის - “ერთად ევროპაში” . პრემიერ-მინისტრიც ამაზე საუბრობს, მეც ამაზე ვსაუბრობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალვე აქ რამე შეიცვლება, ეს შეიცვლება მაშინ, როდესაც დაინახავს ეს ხალხი და ეს არ იქნება ორ თვეში, ამას დრო დასჭირდება, რომ ევროპული საქართველო, ევროპაში სრულად ინტეგრირებული საქართველო ეს არის მათთვის უსაფრთხო გარემო, ეს არის მათთვის წარმატების მიღწევის გარემო, ეს არის მათთვის და მათი შთამომავლებისთვის როგორც კულტურული იდენტობის, ასევე ოჯახური, ეროვნული და ადამიანური ამოცანების შესრულების ყველაზე მოკლე გზა. აი მაშინ ეს ყველაფერი მოხდება. პრემიერ მინისტრიც და მეც ამას ვამბობთ, მივმართავთ მათ - “ერთად ევროპისკენ”, სხვა შემთხვევაში, პრობლემები ექნებათ მათაც და ჩვენც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა