90 წლის ყოფილი სენატორი 40 წლის მამაკაცზე ქორწინდება

საქართველო, თბილისი - 15:57 | 25.04.2016
ნანახია: 1904

ამერიკელი ყოფილი სენატორი 90 წლის ჰარის უოფორდი 50 წლით უმცროს მამაკაცზე ქორწინდება.

უოფორდი დაქორწინებული იყო ქალზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მასთან ყოფილ სენატორს  სამი შვილი ჰყავს.

თავისი განზრახვის შესახებ უოფორდმა გამოცემა New York Times-ს განუცხადა.

ყოფილი პოლიტიკოსის რჩეული მეთიუ ჩარსლტონია. უოფორდის თქმით, მათ ერთმანეთი 15 წლის წინ მას შემდეგ გაიცნეს, რაც სენატორის ცოლი ლეიკემიით გარდაიცვალა. უოფორდმა ქორწინებაში 50 წელი გაატარა.

მისი თქმით, ამერიკული საზოგადოება ადამიანებს სხვადასხვა იარლიყს აწებებს. ”მე ჩემს თავს იმის მიხედვით არ განვიხილავ, თუ რომელი სქესისაა ჩემი საყვარელი ადამიანი. მე ნახევარი საუკუნის განმავლობაში დაქორიწინებული ვიყავი არაჩვეულებრივ ქალზე. ახლა კი გამიმართლა და ბედნიერება მეორედ ვიპოვე”, - განაცხადა ექს-სენატორმა.

ჰარის უოფორდი სენატორის პოსტს 1991-1995 წლებში იკავებდა. 1960-იან წლებში ის აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის მრჩეველი იყო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე