ხანძარი "არქი ჯგუფის" კუთვნილ მშენებარე კორპუსში - დამწვარია 170 კვმ.ფართი

საქართველო, თბილისი - 11:25 | 24.04.2016
ნანახია: 1467

ხანძარი კომპანია "არქი ჯგუფის" კუთვნილ მშენებარე კორპუსში - შემთხვევა გუშინ, ვაკეში აბულაძის ქუჩის 30 ნომერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია 170 კვმ. ფართი.

ინციდენტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ერთ-ერთი ვერსიით, როგორც თვითმხილველები ამბობენ, შესაძლოა ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა - ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე