ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების ნაწილმა შიმშილობა შეწყვიტა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 24.04.2016
ნანახია: 1427

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაწილმა შიმშილობა დროებით შეწყვიტა. ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას სააღდგომო დღესასწაულებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ასეთ დღეებში აქციის გაგრძელება „სარწმუნოებრივად სწორი არ იქნებოდა“.

მათი განცხადებით ისინი უნივერსიტეტის რექტორს ორ კვირიან ვადას აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით სულ 5 ადამიანი შიმშილობდა. აქედან ტექნიკური უნივერსიტეტის 3 თანამშრომელი კი დღეს დროებით დატოვებს ტერიტორიას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე