„არავისთვის შემირჩენია დედის გინება, ამიტომ ნოდარ უღრელიძეს აუცილებლად ვცემ!“ - დარეჯან მეფარიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:04 | 22.04.2016
ნანახია: 3585

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან მეფარიშვილი შს მინისტრა და მთავრობას განცხადებით მიმართავს.

„ე.წ. მოშიმშილეებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შენობასთან მოიყვანა სან-ზონის და გლდანის საერთო საცხოვრებლებში მცხოვრები ბავშვები, დევნილები, რომლებიც დაუპირისპირეს უნივერსიტეტის სტუდენტებს. ამის შესახებ მე გავაგებინე მასმედიის საშუალებებს და კორპუსში შემოსულს მაგინა ე.წ. მოშიმშილე ასევე ე.წ. პროფესორმა ნოდარ უღრელიძემ... მივმართავ საქართველოს მთავრობას და საქართველოს შს სამინისტროს, მე დარეჯან მეფარიშვილს, არავისთვის არ შემირჩენია დედის და მამის გინება, ამიტომ ნოდარ უღრელიძეს აუცილებლად ვცემ! და ეს არ იქნას დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან! გაიყვანეთ ეს პროვოკატორები აქედან, თორემ მოგადგებიან თქვენც და მშველელი უკვე არავინ გეყოლებათ!“, - განაცხადა დარეჯან მეფარიშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე