შალვა რამიშვილი: გრიგოლიას სოლიდარობა არ გამოვუცხადე და ეს ვიწვნიე საბოლოოდ

საქართველო, თბილისი - 15:36 | 22.04.2016
ნანახია: 1746

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედს”  ჰყავს ფიქტიური მმართველი გიორგი ბახტაძე და ფაქტობრივი მმართველი ირაკლი რუხაძე. დღევანდელ პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ხელმაძღვანელობა მის გადაცემაში ლევან მურუსიძის მიწვევას მოითხოვდა.

„იმედიდან“ ინგა გრიგოლიას წავლის შემდეგ, მას სოლიდარობა არ გამოვუცხადე და ეს ვიწვნიე საბოლოოდ. ამის შემდეგ, მე და თეონა გოგელიამ წავიყვანეთ ტოქ-შოუ, რომლის ქუდი, სტუდიის დიზაინი და კონცეფცია ჩემი გახლდათ. 2015 წლის დეკემბერში დამიკავშირდა გიორგი ბახტაძე და მთხოვა, ეთერში მოგვწევია მოსამართლე ლევან მურუსიძე და რამოდენიმე მოქმედი მოსამართლე, რომლებიც მას დაუსვამდნენ შეკითხვას. მე ამაზე არ დავეთანხმე. შემდეგ შედგა „ვაიბერ“ მიმოწერა, რომელშიც ჩანს,  როგორ ახორციელებს ბახტაძე ჩემზე ზეწოლას, როგორ ვიცავ მე თავს, როგორ არ მინდა მურუსიძისა და ცნობილი მოსამართლეების მოწვევა“,-აღნიშნა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ბახტაძეს  სთავაზობდა  სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ მან მისცა მოსამართლეების სია, რომელიც გადაცემაში უნდა მიეწვია.

„მებუნება, რომ ისინი უნდა მოვიწვიო. უარის შემდეგ მირეკავს და გარანტიას მაძლევს, რომ გადაცემა საინტერესო გამოვიდოდა. თუმცა,  საშინლად წარიმართა ეთერი, რის გამოც საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო. ყველამ დაინახა, რომ ეს იყო სპექტაკლი, ეს ვიცოდით მხოლოდ მე და ბახტაძემ“, - განაცხადა რამიშვილმა და დასძინა, რომ ჰქონდა კომუნიკაცია ბახტაძესთან,  არჩევნების წინ გარკვეულ პოზიციებთან დაკავშირებით.

ამასთან, ეთერის შემდეგ  კითხა ბახტაძეს,  თუ რატომ გააკეთებიან ეს  გადაცემა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ეს იყო ტელევიზიის რეალური მმართველის, რუხაძის დავალება.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ ამბების შემდეგ დაუკავშირდა ბახტაძე და უთხრა, მისი მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს.

„ამის შემდეგ მიკავშირდება ბახტაძე და მეუბნება, რომ მას აქვს მაკოპრმენტირებელი ჩანაწერი თათია სამხარაძეზე სექსუალური ძალადობის შესახებ და თუ მე მშვიდად და წყნარად არ გავეცლები ტელევიზიას, ეს აიტვირთება სადღაც და წავა პროკურატურაში. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ გამიკეთებია არასასიამოვნო, ბევრი ცოდვა ჩამიდენია, მაგრამ მე არ ვარ მოძალადე. ეს არ არის სიმართლე, სინამდვილეში ეს იყო ანგარიშსწორება, მე რუხაძის პოლიტიკური ინტერესს არ ვემხმრობი“, - განაცხადა რამიშვილმა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე