ჟორდანიას ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:00 | 22.04.2016
ნანახია: 1337

კრწანისის გამგეობა რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.ზემო ფონიჭალაში, ჟორდანიას ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დაიწყო.

ამორტიზებული წყალგაყვანილობის ქსელისა და უხარისხოდ მოწყობილი საფუძვლის გამო, აღნიშნულ გზაზე, წლების განმავლობაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფერხდებოდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო გზის  ახალი საფუძველი. ასფალტის საფარი 1900 კვ.მ-ზე დაიგება. პროექტი მაისში დასრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე