მომღერალი პრინსი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:52 | 22.04.2016
ნანახია: 2450

ამერიკელი მომღერალი პრინს როჯერს ნელსონი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც Associated Press-ი წერს, მისი ცხედარი მინეაპოლისის სახლში იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთი წყაროს მტკიცებით მას  ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით ჯერ კიდევ 15 აპრილს მომღერალს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, როდესაც ის თვითმფრინავით მგზავრობდა. პილოტმა ავარიული დაშვება განახორციელა. პრინსის წარმომადგენლებმა მაშინ აღნიშნეს, რომ ის გრიპით იყო ავად. მანამდე მომღერალმა ჯანრთლობის მდგომარეობის გამო ორი კონცერტი გააუქმა.

პრინსი ”გრემის” ”ოსკარისა” და ”ოქროს გლობუსის” მფლობელია. მისი შემოქმედება რეგულარულად იკავებდა ადგილს როკ-ენ-როლის ეპოქის საუკეთესო ალბომების სიაში.

პრინსი წერდა კომპოზიციებს რითმ-ენდ-ბლუზის, ფანკისა და როკის ჟანრში. მომღერლის პირველი დისკი 1978 წელს გამოვიდა, კარიერის განმავლობაში მან 20-ზე მეტი ალბომი გამოუშვა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე