რიკი მარტინს ახალი ბოიფრენდი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 18:05 | 21.04.2016
ნანახია: 1752

ცნობილი მომღერალი რიკი მარტინი დიდი ხნის განმავლობაში  მარტოხელას სტატუსს ატარებდა. მაგრამ ახლა მისი გული უკვე დაკავებულია. amfAR-ის საქველმოქმედო საღამოზე მომღერალი თავის ახალ ბოიფრენდთან ერთად გამოჩნდა.  44 წლის რიკი მარტინის ახალი რჩეული მხატვარი 32 წლის ჯავანი იოსეფია. ის სირიაში დაიბადა და შვედეთში გაიზარდა, ახლა კი ლონდონში ცხოვრობს. იმის მიუხედავად რომ მომღერლს ახალი რომანი აქვს, საქველმოქმედო საღამოს ერთ-ერთ ლოტს რიკი მარტინთან კოცნა წარმოადგენდა.

გაცხოველებული ვაჭრობის შემდეგ კოცნა რიკი მარტინთან 90 ათას დოლარად გაიყიდა, გამარჯვებულმა გოგონამ არ დააყოვნა და პრიზის მისაღებად მომღერლისკენ გაემართა. მან რიკის ბოიფრენდს ყურადღება არც კი მიაქცია და მომღერალს ვნებიანად აკოცა.

მარტინი, რომელსაც 7 წლის ტყუპები მათეო და ვალენტინო ჰყავს, სამი წლის წინ დაქორწინებული იყო კარლოს გონსალეს აბელზე. რიკიმ თავისი განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია მხოლოდ რამდენიმე წლის წინ აღიარა, მანამდე მას ქალთა გულთამპყრობელის იმიჯი ჰქონდა მორგებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე