მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებს აგრძელებს

საქართველო, თბილისი - 16:51 | 19.04.2016
ნანახია: 1479

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებს აგრძელებს.ამჟამად საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში მიმდინარეობს “ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება”, რომელსაცდაწყებითი საფეხურის III კლასის დამრიგებლები დასაბაზო-საშუალო საფეხურის სხვადასხვა საგნის მასწავლებლები გადიან.ტრენინგი მიზნად ისახავს სასწავლო პროექტების განხორციელებისას ისტ-ის ინტეგრირებაში საგნის მასწავლებლების ხელშეწყობას, ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად.

2016 წელს აღნიშნულ კურსს 1500-მდე მესამე კლასის დამრიგებელი, ასევე, საბაზო და საშუალო საფეხურის 3500-მდე სხვადასხვა საგნის მასწავლებელი გაივლის. გასულ წელს აღნიშნული ტრენინგი გაიარა დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა 35%-მა, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის 17%-მა.

გარდა ზემოაღნიშნული ტრენინგისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმის მიხედვით ახორციელებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში სხვადასხვა ტრენინგკურსებს ყველა საფეხურის მასწავლებლებისთვის.

ცენტრის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა სწავლა-სწავლების შედეგების გასაუმჯობესებლად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა. ამისათვის აუცილებელი პირობაა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაბამისი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უნარებით აღჭურვა, რათა მათ თავის მხრივ უზრუნველყონ სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრება და მოსწავლეებში 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების განვითარება.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე