პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:20 | 19.04.2016
ნანახია: 1355

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

„ექსპერტთა ჯგუფი პრეზიდენტის ინიციატივით, ადმინისტრაციაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე შემოსული პროექტების, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით შეიქმნა, რაც ასევე უზრუნველყოფს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის პროცესისა და გახარჯული თანხის მიზნობრიობის მეტ საჯაროობასა და გამჭვირვალობას საზოგადოებისათვის“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს უფროსმა გიორგი ჟურულმა.

ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ია თიკანაძე, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა, ასევე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტუტუტის (IRI) საქართველოს მისიის დირექტორი ანდრეა ქერბსი. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე