ქაბულის ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, დაშავებულების რიცხვი კი 320-ს აღემატება

საქართველო, თბილისი - 14:23 | 19.04.2016
ნანახია: 1449

ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, დაშავებულების რიცხვი კი 320-ს აღემატება. ავღანეთის დედაქალაქის პოლიციის უფროსის თქმით, მსხვერპლთა უმეტესობა სამოქალაქო პირია.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა. ამის შემდეგ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ქალაქის ცენტრში მდებარე სამთავრობო შენობებს.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლეს. ტერორისტების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

თავდასხმა დილით, პიკის საათებში მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ”თალიბანმა” აიღო.

თავდასხმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაშსტაბური აღმოჩნდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე