ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძრის ზარალი ნახევარ მილიონ ლარამდეა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 19.04.2016
ნანახია: 1461

ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს გამთენიისას გაუჩნდა. დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთს ინსულტი განუვითარდა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო ერთმა მეხანძრემ, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირთ დაზარალებულებს. მათი ინფორმაციით, იმ დროისთვის შენობაში არავინ უნდა ყოფილიყო. როგორც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს ორგანიზაციის ბუღალტერმა განუცხადა, ზარალი ნახევარ მილიონ ლარამდეა.

ადგილზე მობილიზებული იყო12 სახანძრო მანქანა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, იწვოდა შენობის 450 კვადრატული მეტრი. სასაწყობე მეურნეობაში საყოფაცხოვრებო ნივთები ინახებოდა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე