ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პასუხისმგებლობას აქციის ორგანიზატორებს აკისრებენ

საქართველო, თბილისი - 16:54 | 18.04.2016
ნანახია: 1501

დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 500-მდე სტუდენტი უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება პირველ კორპუსთან გამართულ აქციაზე გაავრცელა.

უცვლელად გთავაზობთ 500 სტუდენტის გავრცელებულ განცხადებას:

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გვსურს გავაკეთოთ ერთობლივი განცხადება დავაფიქსიროთ ჩვენი  აზრი და  მივაწოდოთ ის საზოგადეოებას:

  1. აქციის მონაწილეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან უკიდურესი ფორმით, მოითხოვენ რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და აკადემიური საბჭოს რამოდენიმე წევსრის გადადგომას, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი აქციის მონაწილეებს გასაჩივრებული აქვთ ეს მოთხოვნები სასამართლოში და მიუხედავად იმის, რომ სასამართლოს გადაწყვეტლიბა არ არის ცნობილი, მაინც მიმართვენ რადიკალურ ზომებს, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიჩნევთ, რომ მსგავსი აქცია არის სასამართლოზე, სტუდენტებზე, პროფესორ-მასწავლებლებზე და საზოგადოებაზე ზეწოლის მცდელობა, მოვითხოვთ შეწყდეს აღნიშნული პროტესტის ეს ფორმა უნივერსიტეტში და გადავიდეს ყოველივე სამართლებრივ ჩარჩოებში.
  2. ასევე, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში აქციის ორგანიზატორები ითხოვენ გარე ძალების ჩართვას უნივერსიტეტის შიდა პროცესებში, რაც ჩვენი აზრით, გამოიწვევს სტუდენტებს შორის დაპირისპირებას, რომელიც არა ერთხელ მომხდარა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ეს ყველაფერი თავისთავად ხელს უშლის და ზეწოლას ახდენს სასწავლო პროცესზე, იწვევს რა სხვადასხვა შეხედულების მქონე სტუდენტების დაპირისპირების პროვოცირებას, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს შეწყვიტონ სტუდენტებზე ზეწოლა  და მოუწოდონ მათ დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს და არსებული პრობლემების გადაწყვეტა მოხერხდეს სამუშაო პროცესში, სამართლებრივი გზებით.
  3. ასევე არა ერთხელ მოვისმინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებები სტუდენტებისა, პროფესორ-მასწავლებლებისა და სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული დიპლომების მისამართით, რაც ჩვენი აზრით, არის გამაღიზიანებელი როგორც სტუდენტებისათვის ასევე პროფესორებისათვის ამიტომ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს იყვნენ კორექტულები და   პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციეებს.
  4. ჩვენ გვჯერა რომ აღნიშნული პროტესტი არ გასცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, მიმდინარე პროცესები არ გამოიწვევს პროვოცირებას სიტუაციის ესკალაციისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა განვითარებულ მოვლენაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ აქციის ორგანიზატორებს“.

შეგახსენებთ, რომ მეექვსე დღეა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში შიმშილობის აქციას მართავს სტუ-ს რამდენიმე პროფესორი.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე