რომი ხლეთაშუა ზღვაში 400 მიგრანტის დაღუპვის ფაქტს ჯერჯერობით ვერ ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 15:56 | 18.04.2016
ნანახია: 1431

იტალიის საგარეო საქმეთა უწყება ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ხლეთაშუა ზღვაში 400 მიგრანტის დაღუპვის ფაქტს. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა. გავრცელბული ინფორნაციით, მიგრანტები იტალიის სანაპიროებისკენ ეგვიპტიდან მიდიოდნენ.

”ჩვენ ვცდილობთ მივიპოვოთ უფრო ზუსტი ინფორმაცია, განსაკუთრებით ეგვიპტის ხელისუფლებისაგან”, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, იტალიაში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება იტალიის წინადადება მიგრაციული პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ რომი ევრკავშირის ქვეყნებს შესთავაზებს თურქეთთან გაფორმებული შეთანხმების ფორმულის მიღებას იმ ქვეყნებთან, საიდანაც მიგრანტები ევროპისკენ მიემართებიან.

ბი ბი სის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ხემლთაშუა ზღვაში 400 მიგრანტი დაიღუპა. მისივე ინფორმაციით, რომელიც ეგვიპტიდან მიღებულ ცნობებს ეყრდნობა, დაღუპულთა შორის უმეტესობა სომალის მოქალაქე იყო.


 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე