ბათუმი „Agro Batumi 2015”-ს უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 16:40 | 05.10.2015
ნანახია: 1930

ბათუმი მე-5 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2015”-ს უმასპინძლებს, რომლის ორგანიზატორიც კომპანია “GEONET EXPO“-ა.

როგორც ცნობილია, "GEONET EXPO" საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა და ბათუმში გამოფენების ორგანიზებით, ხელს უწყოს რეგიონში გამოფენების განვითარებას, მისი ძირითადი მიზანია ბათუმში საერთაშორისო გამოფენის ორგანიზება.

გამოფენის თანაორგანიზატორები, რომელიც 30- 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს გაიმართება, არიან ასევე აჭარის მთავრობა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.

ორგანიზატორთა მტკიცებით, გამოფენა ფართო მაშტაბის მატარებელია, მასში ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას და წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები. გამოფენა საშუალებას მისცემს მონაწილე კომპანიებს გააცნოს თავისი პროდუქცია ფართო მომხმარებელს, წარმოადგინოს სოფლის მეურნეობაში არსებული ახალი ტექნოლოგიები და გაუწიონ რეკლამირება თავიანთ კომპანიებს.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ირანი და სხვა. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე