კანის ფესტივალის უარი კუსტურიცას და პარიზში გაჟღერებული რუსეთის ჰიმნი

საქართველო, თბილისი - 13:02 | 18.04.2016
ნანახია: 1667

სერბი რეჟისორის ემირ კუსტურიცას ჯგუფ The No Smoking Orchestra-ს  კონცერტი პარიზში რუსეთის ჰიმნით გაიხსნა.

როგორც რუსული მედია წერს, კუსტურიცას პროდიუსერმა მირკო რადენოვიჩმა ეს არჩევანი იმით ახსნა, რომ მათი აზრით, რუსეთის ჰიმნი ლამაზია და მუსიკოსებს ის ძალიან მოსწონთ.  

კუსტურიცას ახალი ფილმი ”On the Milky Road” კანის ფესტივალის პროგრამაში ვერ მოხვდა. ჟიურიმ განაცხადა, რომ ფილმი დაგვიანებულ ვადებში წარადგინეს, და მისი ნახვა ჟიურის წევრებმა ვერ მოასწრეს.

თავად კუსტურიცა მიიჩნევს, რომ კანის ფეტსივალის ჟიურიმ  უარი რუსეთთან კარგი ურთიერთობის გამო უთხრა. მისი თქმით, მანამდე  დაგვიანებული ვადები  ფესტივალში ფილმის მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი არასდროს გამხდარა.

პარიზში კონცერტი კანის კინოფესტივალში მონაწილეთა სიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გაიმართა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე