მოსამართლემ გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 16:41 | 11.09.2015
ნანახია: 2726

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ რიყისა და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე პროცესი იმართება.

საქმე სახაზინო ადვოკატმა გადაიბარა, რომელმაც პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა. გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატი დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად 2 კვირიან ვადას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ მას მისცა 3 საათი, რათა გიგი უგულავას ეპიზოდზე დასკვნითი სიტყვა მოამზადოს.

მოსამართლემ განმარტა, რომ ის უგულავას კერძო ადვოკატისგან, გიორგი კონდახიშვილისგან, დღეს ელოდებოდა დასკვნითი სიტყვის წარდგენას.

გიორგი კონდახიშვილი პროტესტის ნიშნად პოცესზე არ გამოცხადდა. მან საქმიდან აცილებაც კი მოითხოვა, ვინაიდან წინა პროცესზე გამოუცხადებლობის გამო, მოსამართლემ დააჯარიმა, რის შემდეგ სახაზინო ადვოკატს დაევალა დასკვნითი სიტყვის მომზადება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე