თემქაზე სკვერების რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 09:30 | 18.04.2016
ნანახია: 1329

ნაძალადევის რაიონში, ანაპის ქუჩაზე მდებარე სკვერის აღდგენითი კაპიტალური სამუშაოები თითქმის დასრულებულია, ამ დროისათვის რემონტდება ადგილზე არსებული აუზი და შადრევანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება  ანაპისა და ჩარგლის ქუჩებს შორის არსებულ სკვერსაც. პროექტების მიხედვით სკვერებში მთლიანად იცვლება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოპირკეთდება ზედაპირი.

მიმდინარეობს  ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მონტაჟდება ხის პანელები, სკამები, იცვლება სკვერებში არსებული განათებები. წესრიგდება  მწვანე საფარი.

ამ დროისათვის ნაძალადევის რაიონში რეაბილიტაცია სულ 7 სკვერს უტარდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე