ბათუმის ნავსადგურში მდგომი ტანკერიდან ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 17.04.2016
ნანახია: 1729

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, ნავთობპროდუქტებით შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

ბათუმის ნავსადგურში მდგომ ტანკერზე ნავთობის მიწოდებისას მილსადენი დაზიანდა, რამაც გამოიწვია ნავთობის ზღვაში ჩაღვრა.

კომპანიას, რომელიც აწარმოებდა ტანკერზე ნავთობის მიწოდებას დაეკისრა ჯარიმა 65 000 ათასი ლარის ოდენობით. დაანგარიშებული იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომელმაც შეადგინა 36 656 ათასი ლარი.

სამართალდამრღვევმა აღნიშნული თანხა უკვე გადაიხადა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე