ბათუმში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 16.04.2016
ნანახია: 1280

ბათუმში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე უკვე დასრულდა ადლიის პირველ ჩიხში არსებული 200 მ სიგრძის სანიაღვრე არხის გაწმენდა და მიმდინარეობს გრიგოლ გურიელის ქუჩაზე არსებული 170 მ სიგრძის არხის გაწმენდითი სამუშოები. გარდა ამისა, იწმინდება 300 მ სიგრძის არხი ზედა ღელისა და 500 მ სიგრძის არხი იოანე ლაზის ქუჩებზე.
სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება. არხების გაწმენდას შპს "ბათუმის წყალი" ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე