Samsung-ის „ჭკვიანი საათის“ ღირებულება 349 დოლარია

საქართველო, თბილისი - 15:22 | 05.10.2015
ნანახია: 2785

კომპანია Samsung-მა ბაზარზე „ჭკვიანი საათი“ - Gear S2-ი გამოიტანა. როგორც ირკვევა S2-ის ჩვეულებრივი მოდელის ფასი 299 დოლარია, ხოლო კლასიკური S2 Classic-ის ღირებულება $349 დოლარიდან იწყება.

აღსანიშნავია, რომ Gear S2-ის პრეზენტაცია ჯერ კიდევ აგვისტოში გაიმართა. თუმცა მაშინ Samsung-ის მენეჯმენტმა საათის ფასი არ დაანონსა.

აღსანიშნავია, რომ კორეელი მწარმოებლის „ჭკვიანი საათის“ ღირებულება Apple Watch-თან შედარებით იაფია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე