რატომ არ ესწრება ტომ კრუზი ქალიშვილის დაბადების დღეს

საქართველო, თბილისი - 12:47 | 15.04.2016
ნანახია: 1688

ცოტა ხნის წინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზი სამუდამოდ ტოვებს თავის ქვეყანას რათა მეტი ყურადღება დაუთმოს საიენტოლოგიური ეკლესიის დამკვიდრებას აშშ-ის ფარგლებს გარეთ.

ახლა კი მედიის ცნობით, ჰოლივუდის მსახიობი ქალიშვილის, სურის დაბადების დღესაც არ დაესწრება. და ამის მიზეზი მისი რელიგიაა.  გოგონა 18 აპრილს 10 წლის ხდება და მას მამა სამი წელია უკვე არ უნახავს.

კრუზმა ქალიშვილს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და უთხრა, რომ გადაღებებით არის დაკავებული და დრო არა აქვს.

”ტომს არაერთხელ შეეძლო ქალიშვილთან შეხვედრა, მაგრამ ის ოჯახს თავად ჩამოშორდა და მასთან კავშირზე უარი თქვა. უკვე 900 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სურიმ მამა ნახა”, - განუცხადა მედიას წყარომ.

დიდი ხანია უცხოური მედია წერს, რომ ტომ კრუზი ქალიშვილს იმის გამო არ ნახულობს, რომ მისი ყოფილი ცოლი მსახიობი ქეთი ჰოლმსი საიენტოლოგიური ეკლესიის, რომლის მრევლიც ტომ კრუზია, წინააღმდეგია, მსახიობი მიიჩნევს, რომ სწორედ მისი შვილის დედის ასეთი განწყობა სურისთან ურთიერთობას შეუძლებელს ხდის.

საიენტოლოგია რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებაა, რომელიც მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მწერალმა ლაფაიეტ ხაბარდმა შექმნა. ის როგორც რელიგია ოფიციალურად არის აღიარებული აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ამ მიმდინარეობას დესტრუქციულ სექტად მიიჩნევს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე