თუ მთავრობა მეორედ უარყოფს პრეზიდენტის განკარგულებას, არჩევნების თარიღი შეიცვლება - ანა ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:25 | 14.04.2016
ნანახია: 1403

ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, თუ მთავრობა მეორედ უარყოფს პრეზიდენტის განკარგულებას, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იგივე აქტი წარუდგინოს მთავრობას. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ შეიცვლება არჩევნების თარიღი.

,,6 თვის შემდეგ თავიდან გადაწყვეტს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს და თავიდან უნდა დაიწყოს მათ შორის კონტრასიგნაციის პროცედურაც. ეს გამოიწვევს იმას, რომ თარიღი შეიცვლება. ამავე დროს შეიქმნება გარკვეული სამართლებრივი ვაკუუმიც, , რადგან პარლამენტს ამოეწურება კონსტიტუციით დადგენილი ვადა და ვერ ჩაინიშნება შესაბამის დროში არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ოქტომბრის შემდეგ უნდა გადაიწიოს არჩევნების თარიღმა. ფაქტობრივად გამოვა, რომ ამ პერიოდში საკანონმდებლო ორგანო არ იქნება ფუნქციური, რადგან მას არ ექნება კონსტიტუციური მანდატი”- განმარტავს ნაცვლიშვილი.

მთავრობამ პრეზიდენტს დღეს მიმართა თხოვნით, წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნებამდე 2 თვის ნაცვლად 3 თვით ადრე გამოეცხადებინა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნებამდე 5 თვით ადრე დაიწყება. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობაში და არასამთავრობო სექტორში უარყოფითად შეაფასეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე