„წადით ბატონო და იკეთეთ აბორტები“ - ვინ გაამწარა ინდირა ჯგერენაია?

საქართველო, თბილისი - 15:42 | 14.04.2016
ნანახია: 2978

მომღერალი ინდირა ჯგერენაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ყველა იმ ადამიანს მიმართავს, რომლებიც მის შესახებ უმარავ ჭორს ავრცელებს. მომღერალი ორსულადაა და როგორც ჩანს, მასზე ძალიან იმოქმედა ბოლო დროს გავრცელებულმა ჭორებმა.

„არასასიამოვნო ჭორებით ყველა თქვენს თავს აყენებთ შეურაცხყოფას, კაციც და ქალის. ფეხმძიმე გოგოს თუ გამამაწარებთ და ნევებს მომშლით თქვენი გათახსირებული ენების გამო, სად გეწერებათ ეგ სიკეთეში თუ ბოროტებაში? არ მეშინია ავიტან! მიმიფურთხებია ისეთი ქალისთვის ვინც იმაზე დამიწყებს საუბარს, რომ არაკანონიერად ვაჩენ შვილს. წადით ბატონო და იკეთეთ აბორტები, შემეშვით მე, თქვენ ხო არ აჩენთ და თქვენი საზრუნავი ხომ არაა, ვინ რა მოგთხოვათ. თავი დამანებეთ და ღმერთის გეშინოდეთ!“, - წერს ინდირა ჯგერენაია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე