ნინი ბადურაშვილი „სითი პარკის“ წინააღმდეგ

საქართველო, თბილისი - 15:02 | 14.04.2016
ნანახია: 2244

ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში „სითი პარკთან“ დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. 

„იცოდით თუ არა, რომ „სითი პარკის“ ჯარიმის ჩაბარების შემთხვევაში, მაგალითად, თუ მოვიდნენ და ოჯახის წევრმა უარი განაცხადა ჯარიმის ჩაბარებაზე შენ მაგივრად, მაინც ჩაბარებად ითვლება და 10-ლარიანი ჯარიმა აგდით 150 ლარზე!

თან, იმ მისამართზე აღარ ვცხოვრობ და არც ის მანქანა აღარ მყავს დიდი ხანია, ესენი კი დაჟინებით მოდიან ჯარიმებით.  კი ბატონო, ვიხდი, მაგრამ ის ჯარიმა, რომელიც არ ჩაიბარეს, თურმე ავიდა 300 ლარზე ისე, რომ არაფერი ვიცოდი და არც გააფრთხილეს, რომ ჩემთვის გადმოეცათ! კანონი ყოფილა ასეთი.

ჩვენ თუ არ გვითხრეს კანონების შესახებ, საიდან უნდა ვიცოდეთ მაგალითად ეს კანონი, რომ თუ სახლში არ ხარ და არც იქ ცხოვრობ, მაგრამ ოჯახის წევრმა უარი განაცხადა ჯარიმის ჩაბარებაზე, მაინც ჩაბარებულად ითვლება… მაინტერესებს, მე ვალდებული ვარ, კანონები ვიცოდე თუ აწყობთ, რომ არ ვიცოდეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ფული რომ შეუვიდეთ?!..“, - წერს ნინი ბადურაშვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე